|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი კვლავ მზარდია

საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი კვლავ მზარდია. ერთი უნცია ოქროს ღირებულება 1,892.67 აშშ დოლარს შეადგენს, მარტის ბოლოს კი მისი ღირებულება 1680 დოლარს შეადგენდა.

სპეციალისტებს ოქროს ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება უჭირთ, ამბობენ რომ ოქრო, როგორც ერთ-ერთი საინვესტიციო აქტივი საკმაოდ დიდი მერყეობით გამოირჩევა.

ოქროს მარაგების მიხედვით პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, შემდეგ მოდის გერმანია, იტალია და საფრანგეთი შემდეგ. 

 

ოქროს ფასის ზრდა პანდემიის პერიოდში დაიწყო. ოქრომ, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა საინვესტიციო აქტივმა, თავისი ღირებულების მაქსიმუმს 2020 წლის აგვისტოში მიაღწია. მაშინ ერთი უნცია ოქროს ფასი 2000 დოლარს აჭარბებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა