|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში საგზაო სამუშაოების გამო მრავალწლოვანი ხეებია დაზიანებული"

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მრავალწლოვანი ხეები დაზიანებულია.

რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ჭადრის ხეებს საგზაო სამუშაოების გამო ფესვები ნაწილობრივ გადაჭრილი აქვს. ხეები ამ მდგომარეობაში რამდენიმე თვის განმავლობაშია. მოქალაქეების მერიას დროულ რეაგირებას თხოვენ.

"მრავალწლოვანი ჭადრები ცაშია გამოკიდებული. ფესვები დაზიანებული და ღია სივრცეშია. ეს ყველაფერი საგზაო სამუშაოების გამოა, მაგრამ რატომ არ ფიქრობენ, რომ ამდენი ხნით ამ მდგომარეობაში დატოვებული ხეები გახმება. არ შეიძლებოდა ეს მონაკვეთი მალე მოეწესრიგებინათ და ხეებისთვის მიეხედათ?"-აცხადებენ მოქალაქეები.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, მიმდებარე ტერიტორია ვინმეს ინტერესს წარმოადგენდეს და მიზანმიმართულად ხდებოდეს ხეების გახმობა, რომ ტეროტორია გაათავისუფლონ.

მერიაში ირწმუნებიან, რომ ხეებს გახმობა არ ემუქრება და ადგილზე არც სხვა სამუშაოებია დაგეგმილი. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა