|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ კანონით რამდენიმე კონსტიტუციური უფლება ირღვევა" - "საია" კანონში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებს

საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ანტიკონსტიუციურად მიიჩნევს. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ორგანიზაცია დღეს  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად ისინი, აღნიშნული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

 როგორც საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ განაცხადა, ირღვევა რამდენიმე კონსტიტუციური უფლება, მათ შორის,  გადადგილების და საკუთრების უფლება.

"ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციულია, მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციები შეუძლია. ამ ცვლილებით კი მთავრობას მიეცა  ისეთი აკრძალვის უფლება, როგორიცაა, მაგალითად, სასტუმროს მეპატრონისთვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს უფლებები არის საკუთრების უფლების სრული აკრძალვა, და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია, ასეთივე დარღვევაა ტანსაცმლის მაღაზიებისათვის მუშაობის უფლების აკრძალვა და მოქალაქეებისათვის გადადგილების უფლების შეზღუდვა" , - განაცხადა ზაალ გორგიძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაცია კანონის  საკონსტიტუციო განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.   

შეგახსენებთ,  დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა 23 მაისს მოაწერა. ამ კანონის თანახმად, შემზღუდავი ღონისძიებები ქვეყანაში 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა