|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო გაიხსნება

სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით ქუთაისში ახალი საავადმყოფო აშენდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს "დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის" 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 200 000 ლარად შპს "ლჯ და კო" - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს" საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა. ხელშეკრულების მიზანი სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობაა.

აღნიშნულ შენობაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.
სამედიცინო ცენტრში განთავსდება: არანაკლებ 18 საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის განყოფილება; არანაკლებ 6 საწოლიანი კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება; არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის; ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ 20 საწოლზე გათვლილი განყოფილება; ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18 საწოლიანი განყოფილება; 
მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე - 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა