|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

სამტედიაში დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი საღებავით დასვარეს

სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.  ინფორმაციას პარტიის სამტრედიის  ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  ბანერი საღებავით არის დასვრილი.

"ვანდალური ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩვნო კამპანიის დროს სხვადასხვა ფორმით აგიტაციაში ხელს უშლიან", - აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის სარჩევნო შტაბში.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა