"სამტრედია " - დინამოს" მატჩზე ინციდენტი მოხდა
ინციდენტი მოხდა სამტრედიის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი "სამტრედია" და თბილისის ,,დინამო" შეხვდნენ. მატჩმა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა, კლუბ "სამტრედიას" გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.
ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან მსაჯების მიმართულებით ბოთლი ისროლა. ინციდენტის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოების 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა