|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში 24 წლის ბიჭი მართლმადიდებლურად წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ ისე დაკრძალეს, რომ მას მართლმადიდებლურად  წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ წესის აგება 40 დღის გასვლამდე მოხდება. 

  

მართლმადიდებელი მღვდლებისგან წესის აგებაზე უარის თქმის მიზეზი  გარდაცვლილის ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა. საუბარია პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

"გირჩმა" ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა.

ავტორი: ნიუპრესი