|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში, ადიდებულ მდინარეში ჩარჩენილი ადამიანები გადარჩინეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადიდებულ მდინარეში ჩარჩენილი შვიდი ადამიანი გადარჩინეს.

სოფელ გომსა და საჯავახოში მოქალაქეები მდინარე რიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. უხვმა ნალექმა გომში საცხოვრებელი კოტეჯები დატბორა და იქ მყოფ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა.

მათ გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეების ევაკუირება ნავების საშუალებით შეძლეს.

ამ დრომდე საფრთხის ქვეშ რჩება ათეულობით პირუტყვი.

იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები სამტრედიის წყალტუბოს, ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი