|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი გულის არეში დაჭრეს

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებილი.

შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

დაშავებული თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში გადაიყვანეს. მას ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და მისი გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში. გაკეთდა სასაწრაფო ოპერაცია, აღმოჩნდა გულში შემავალი ჭრილობა მარჯვენა პარკუჭის დაზიანებით. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ დეპარტამენტში, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური", - განაცხადა ექიმმა ლევან ტყებუჩავამ.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა