|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.

 მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო პატიმრობის შეფარდებისთვის. მისი თქმით, აღმკვეთი ღონისძეიბის მსუბუქი ფორმის შეფარდების შემთხვევაში, დანაშაულის განმეორების რისკები არსებობს.

პატიმრობას მოითხოვდა ბრალდების მხარე. პროკურორ დავით ცირეკიძის თქმით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნები.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა არ იზიარებენ ვარაუდს მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების შესახებ, რადგან დაკავებულს განზახული ქონდა თავად ჩაბარებოდა პოლიციას.

წარდგენილ ბრალს სრულად ეთანხმება დაკავებული გიგა აბრალავა.

მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. დაკავებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი