|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

უბედური შემთხვევა სამტრედიაში. მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სამტრედიის შესასვლელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს  ხმოვანი სიგნალი რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა უშედეგოდ.

მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

ავტორი: ნიუპრესი