|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში მდინარის მეორე მხარეს დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ, ადგილობრივებს მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ყავთ.

მოდიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მათი გამოყვანა გართულდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

სამტრედიის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მაშველები ნავით მიემართებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა