|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მათი თქმით, სიძემ მათ დას დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილის ცხედარი კი მაზლმა დილით იპოვა.

ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი თავის სიცოცხლეში ოჯახში არსებულ მძიმე ვითარებაზე მათთან არ საუბრობდა, შესაბამისად ოჯახს ინფორმაცია მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ აქამდე არ ჰქონდა.

გარდაცვლილი ელიზა კალანდაძის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატიურად სვამდა და სავარაუდოდ, დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ნასვამმა მამაკაცმა მეუღლეს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დანა დაარტყა. ოჯახი დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 85.19%
არა - 14.81%
არ ვიცი - 0%
სულ - 27 ხმა