|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა  თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.

 განცხადება პირველმა ვიცე-სპიკერმა  თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

„ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ასევე ზაზა ხუციშვილმა და მარიამ ჯაშმა. 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო, რაც მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა