|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მერიას კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსის  გამოცხადება აეკრძალა.

საქმე ეხება 2018 წელს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მაია მურუსიძის დავას.

"სასამართლოს მივმართეთ, რომ მერიას შეზღუდვოდა აღნიშნულ პოსტზე კონკურსის გზით ვინმეს დანიშვნა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. განჩინება მერიამ სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, მერიას ორ ინსტანციაში მოვუგე პროცესი, უკანონო გათავისუფლების თემაზე. საქმე უზენაეს სასამართლოში წავიდა, თუ უზენაესმა ორი ინსტანციის განჩინება ძალაში დატოვა, მერიას ჩემი თანამდებობაზე აღდგენა მოუწევს. იქამდე კი,  პოსტზე ვინმეს დანიშვნა არ შეუძლია", -განაცხადა მაია მურისიძემ. 

საქმე ეხება 2018 წელს რეორგანიზაციის სახელით თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს. მაია მურუსიძემ ორ ინსტანციაში გაიმარჯვა,  მერიას მისი სამსახურში დაბრუნება და განაცდურის აღდგენა დაევალა. მერიას მურუსიძე თანამდებობაზე ამ დრომდე არ დაუბრუნებია

ავტორი: ნიუპრესი