|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია - შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის - თიბისის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: კონკურსის-პირობებიpdf.pdf (nbg.gov.ge)

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა