|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს და სამოას შერკინება ფრედ დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეს პირველი ტესტმატჩი სამოასთან გამართა, რომელიც ფრედ 19:19 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში, მატჩის დაწყებიდან მალევე,  მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით გახსნა 3:0. მეორე ნახევარში მასპინძლებმა გაათანაბრეს 9:9. მატჩის დასრულებამდე მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ ლაშა ხმალაძემ არეკნით სცადა ბორჯღალოსანთა დაწინაურება, მაგრამ სამწუხაროდ, ოვალი მიზანს ასცდა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ბორჯღალოსნები ახლა ფიჯიზე, სუვაში გადაინაცვლებენ, სადაც 18 ივნის ტონგას ერკინებიან, ხოლო ტურნეს ბოლო მატჩში  24 ივნისს მასპინძელ ფიჯის ებურთავებიან. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა