|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზის ჩართულობით სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზარდა

2022 წლის აპრილში, ბაქო-თურქმენბაში-ბაქოს მიმართულებით, 2 ახალი გემი დაიწყებს მიმოსვლას. ისინი საკონტეინერო გადაზიდვებს მოემსახურება. გემების რაოდენობასთან ერთად, ყოველკვირეული რეისების რაოდენობაც გაორმაგდება, თუ რა თქმა უნდა ამის წინაპირობას კასპიის ზღვაზე პროგნოზირებული  ამინდი შექმნის. გადაზიდვებს საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია GR Logistics and Terminals, თურქული კომპანია  Pacific Eurasia Logistics, აზერბაიჯანული კომპანია ADY Conteiner, ,,თურქმენეთის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ცენტრი“, უზბეკური კომპანია ,,უზბეკტემიროილ-ექსპედიცია“ და ყირგიზეთის რკინიგზის ოპერატორი ერთობლივად განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტზე პირველი გემი 2019 წლის აპრილიდან მოძრაობს და ამ დროისათვის 17 500 კონტეინერი აქვს ტრანსპორტირებული. აღნიშნული კავშირის კასპიის ზღვაზე გაძლიერება ქვეყნებს შორის საკონტეინერო გადაზიდვებზე  ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება. 

 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 101%-ით გაიზარდა, რაშიც თითოეულ ზემოთხსენებულ ოპერატორსა და წევრს მნიშვენლოვანი როლი მიუძღვით. მარშრუტის განვითარებისთვის შედგა არაერთი მნიშვენლოვანი შეხვედრა და საბოლოოდ იქნა მიღწეული ის შედეგები, რაც დღეს სახეზეა. ტრანსპორტირების დროის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი 2021 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც თურქეთიდან ყირგიზეთამდე ტრანსპორტირების დრომ 18 დღე შეადგინა, თუმცა საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა მიღწეული შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და აღნიშნულ მარშრუტზე გადაზიდვის დრო 12 დღემდე შემცირდეს.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა