|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება [R]

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების  მაჩვენებლები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
 
ამ ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3 %-ით გაიზარდა, ხოლო  შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით.
 
 2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით გაიზარდა, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.
 
 რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, მაჩვენებლები აქაც ზრდადია. 2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდა ფიქსირდება, მისგან მიღებულმა შემოსავალმა კი  8%-ით მოიმატა.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი  კვარტლის  შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
 
 
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა