|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საბერძნეთის საემიგრაციო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად: საბერძნეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციული რეკონსტრუქციის სამინისტროს შეუძლია, გამონაკლისის სახით, გასცეს ბინადრობის მოწმობა ორი წლის ვადით, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საბერძნეთში და შეუძლიათ დაადასტურონ ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული კავშირი.

„განცხადება, განსაკუთრებული მიზეზების გამო, ბინადრობის მოწმობისგაცემასთან დაკავშირებით, განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნის დაინტერესებული მოქალაქე წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: I. საბერძნეთის საკონსულოს მიერ არანაკლებ სამი წლის წინ გაცემული ვიზა; II. ბინადრობის მოწმობა, რომელსაც ვადა გასული აქვს არაუმეტეს ათი წლის წინ; III.დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განმცხადებელს გააჩნია საბერძნეთთან განსაკუთრებული კავშირი და რის გამოც ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ საბერძნეთის რესპუბლიკაში. არ არის საჭირო I და II პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა, თუ დაინტერესებული პირი დოკუმენტურად ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაუსვლელად ცხოვრობდა საბერძნეთში. III პუნქტში წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის საჭირო, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს გააჩნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის ბინადრობის მოწმობა ხუთი წლის ვადით; უცხო ქვეყნის მოქალაქის შვილს, რომელიც დაიბადა საბერძნეთში, შეუძლია მიიღოს საბერძნეთის მოქალაქეობა, თუ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: იგი აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი საბერძნეთის დაწყებითი (დიმოტიკო) სკოლის პირველ კლასში და საბუთების შეტანის დროს უნდა აგრძელებდეს სწავლას ბერძნულ სკოლაში. ბავშვის დაბადებამდე, ერთი მშობელი მაინც, ლეგალურად უნდა ცხოვრობდეს საბერძნეთში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში; თუ მშობლებიდან ერთი მაინც ვერ აკმაყოფილებს ზემოხსენებული ხუთწლიან მოთხოვნას, მაშინ უნდა შეავსოს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების ათი წელი. უცხო ქვეყნის არასრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც არის საბერძნეთის მუდმივი მაცხოვრებელი და ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში, შეუძლია მიიღოს საბერძნეთის მოქალაქეობა იმ შემთხვევაში, თუ იგი სწავლობდა საბერძნეთის დაწყებით(დიმოტიკო) და საშუალო (გიმნასიო, ლიკიო) სკოლის ცხრა კლასში, ან საშუალოსკოლის (გიმნასიო, ლიკიო) ექვს კლასში",- წერია განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა