|
  • EUR 1 = GEL 3.4221
  • USD 1 = GEL 3.0465
|

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

თინათინ ხიდაშელი: საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად.

ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს... არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს თავისუფალი ევროპა, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა მშვიდობიანი და უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად ქცეული საქართველოს გარეშე“_ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტისას, ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ეს სიტყვები წარმოთქვა.

მინისტრმა ნატოს გაფართოების თემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ის ძირითადი მიზეზები, რომლის გამოც დღეს საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო: თქვენ უფრო მეტად უნდა იყოთ დაინტერესებული ნატოში ჩვენი მიღებით, ვიდრე საქართველოა. თქვენ საქართველო იმაზე კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ დღეს გვჭირდება ნატოში გაწევრიანება. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად. რადგან ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი _ არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს.
ის, თუ რა სარგებელი აქვს თავად ალიანსს გაფართოების თვალსაზრისით, მინისტრის ემოციური გამოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა: ნატომ მხოლოდ დადებითი შედეგები მიიღო გაფართოებიდან და მხოლოდ გაძლიერდა გაფართოების ყოველი ეტაპის შემდეგ. იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, რა ტაქტიკას მივმართოთ ამის მისაღწევად. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ტაქტიკა გადამწყვეტ ქმედებებს ითვალისწინებდეს და გაბედული ნაბიჯები გადავდგათ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ატლანტიკური საბჭოსმიერ ორგანიზებულ შეხვედრის გარდა არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის იყო შეხვედრა თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილეს, ევრილ ჰეინსთან, სადაც საუბარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხო. „კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი, _განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტზე, საქართველოს პერსპექტივებსა და ამ პროცესში აშშ-ში პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება ერთ-ერთ გადამწყვეტად. „საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება, _ აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი:

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 60%
უარყოფითად - 37.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.5%
სულ - 40 ხმა