|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლოს-ანჟელესში გამართულ მსოფლიო თასზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს დამარცხებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მესამე ადგილოსნისთვის გათვალისწინებული ფულადი პრემია 20 000$ მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით მეორე ადგილი დაიკავა - ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა, რომელიც ფრედ 4:4 დასრულდა, თუმცა ქულების დამატებითი მაჩვენებლით 14-16 მოგება რუსეთის ნაკრებს მიენიჭა. ასევე ფრედ დასრულდა საქართველოსა და მონღოლეთს შორის გამართული შეხვედრა, თუმცა ამჟამად ქულების უპირატესობით გამარჯვება საქართველოს ერგო. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ მეტოქეს თურქეთის ნაკრებს, საქართველომ 7:1 სძლია.

რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში თავდაპირველად საქართველოს ნაკრები 3-1 დაწინაურდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) ხაჯიმურად რაშიდოვი 3-2, ბექა ლომთაძემ (61) იმამ აჯიევი 4-1, დავით ტლაშაძემ (70) რადიკ ვალიევი 13-4 დაამარცხა, ზურაბ იაკობიშვილმა (65) 0-6 დათმო მაგომედ კურბანალიევთან, ხეთიკ ცაბოლოვმა (74) 10-0 დაამარცხა ჯუმბერ ყველაშვილი, დავით მარსაგიშვილი (86) შამილ კუდიამაგომედოვთან 3-9 დამარცხდა, ელიზბარ ოდიკაძემ (97) დაძაბულ შეხვედრაში 9-10 დათმო აბდუსალამ გადისოვთან, გენო პეტრიაშვილმა (125) კი იოლად 4-0 დაამარცხა მურადინ კუშხოვი.

მეორე შეხვედრაში საქართველომ თურქეთთან გამართა და იოლად 7-1 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) თურქი სულეიმან ატლი 11-2 გაანადგურა. ბექა ლომთაძემ (61) 12-4 დაამარცხა მეჰმეტ სოილერი. ზურაბ იაკობიშვილმა (65) კი 10-0 გაანადგურა ბურაკ დოგანი.

დავით ტლაშაძემ (70 ) 8-6 მოუგო სელაჰატინ კილიჩსალაიას, იაკობ მაქარაშვილს (74) მეტოქე არ გამოუცხადდა.

სანდრო ამინაშვილმა (86) 0-6 დათმო სელიმ იაშართან, ელიზბარ ოდიკაძემ (97) პირველივე პერიოდში წმინდა გამარჯვება მოიპოვა მურენ მუტლუსთან. გენო პეტრიაშვილს (125) ტახა აკგული არ გამოუცხადდა.

ჯფუფური ეტაპის  ბოლო შეხვედრა საქართველომ მონღოლეთთან გამართა და ფრედ -  4-4 დაასრულა და ქულების დამატებითი მაჩვენებლით 18-14 გაიმარჯვა. 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მონღოლ მეტოქესაც სძლია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57)  ბეხბაიარ ერდენბატს  4-1 მოუგო. მომდევნო შეხვედრები ბექა ლომთაძემ (61) ტუვშინტულგა ტუმენბილეგთან 4-4, ხოლო ზურაბ იაკობიშვილმა (65) მანდაკნარან განზორიგთან 2-3  დათმეს.

ანგარიში დავით ტლაშაძემ (70) ალტანგერელ დორტსეგმედის 6-2 დაამარცხებით გაათანაბრა. 74 კგ-ში  იაკობ მაქარაშვილი 2-3 დამარცხდა გომბოროდ დორიავჩიგთანნო, ხოლო 86 კგ-ში  სანდრო ამინაშვილი უიტუმენ ორგოდოლთან 12-12 დამარცხდა. 97 კგ -სი კი ელიზბარ ოდიკაძემ დიდი უპირატესობით - 11-0-ით  4:12 წუთში კუდერბულგა დორკხანდი დაამარცხა. ყველაფერს წერტილი ქარტველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა დაუსვა, რომელმაც ასევე დიდი უპირატესობით - 4:33 წუთში  11:0 სძლია ჩულულნბატ ჯარგალსაიხანს.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ აშშ-ს ნაკრებთან დაძაბულ შეხვედრაში ფრედ 4-4 იჭიდავა, რუსეთისა და მონღოლეთის ნაკრებებთან შეხვედრის მსგავსად ამერიკელებთანაც ანგარიში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა გაათანაბრა, გადამწყვეტი კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილისდანიეტლ კენგოტთან 2:32 წუთში მოპოვებული წმინდა გამარჯვება აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმა ქულების დამატებითი მაჩვენებლით 16-15 სძლია ამერიკას.

ამერიკელებთან შეხვედრაში ბექა ლომთაძემ (61) ანტონი რამოსი 8-5 დაამარცხა და 2-0 დავწინაურდით, თუმცა მომდევნო სამი შეხვედრა დავთმეთ, ზურაბ იაკობიშვილი (65) ფრანკ მოლინაროსთან 4-4-ზე, დავით ტლაშაძე (70) ჯეიმს გრინდათან 0-10 და იაკობ მაქარაშვილი (74) ალექსანდერ დიერინგერთან 1-10 დამარცხდა.

დავით მარსაგიშვილმა (86) დენ კოქსის ძლევით 7-4 საერთო ანგარიში გაათანაბრა 3-3, ელიზბარ ოდიკაძემ(97) კი დაძაბულ შეხვედრაში 3-3-ზე დათმო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან და ამერიკელებიც დაწინაურდნენ 4-3, გენო პეტრიაშვილმა (125) არც ამჯერად უმტყუნა საქართველოს ნაკრებს და დამაჯერებლად დაამარცხა ვილიან რეი 6-2 და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი იზეიმა.

მსოფლიოს თასის გამარჯვებული კი ზედიზედ მეხუთედ ირანის ნაკრები გახდა, რომელმაც  ფინალში რუსეთი 5-3 დაამარცხა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა