საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაზაფხულზე შემოვა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა, სავარაუდოდ, მარტ-აპრილში შემოვა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები, კოვაქს-პლატფორმის მიღმაც, პირდაპირ კომპანიებთანაც მიმდინარეობს.
„ეხლა პარასკევსაც დიდი ტელეკონფერცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან და მათთან ეგრეთ წოდებულ პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი საელჩოების მეშვეობით რამოდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ მწარმოებლებთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1267-მდე გაიზარდა.
ავტორი: ნიუპრესი





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















