|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა - 87, იმერეთი - 729, ქვემო ქართლი - 221, შიდა ქართლი - 195, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა