|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

საქართველოში რუსული ოკუპაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს - იოსებ ხახალეიშვილი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა  იოსებ ხახალეიშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა ლომინაძე.

"სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, ახლა მემორიალთან იმყოფებიან ახალგაზრდები, რომელთაც არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა და იციან, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში მშვიდობიანად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა