|
  • EUR 1 = GEL 3.6581
  • USD 1 = GEL 3.1557
|

"საქნახშირი" მეშახტეებისათვის ხელფასის მომატების საკითხს არ განიხილავს - მიხეილ სოცკი

კომპანია "საქნახშირის" საკონსულტაციო საბჭო მეშახტეების პროტესტის ფორმას გმობს. მათი განცხადებით, გაუგებარია პროტესტი, რომელიც ზიანს აყენებს საწარმოს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდეს.

მიხეილ სოცკის თქმით, ხელფასის ფიქსირებული მომატება არ განიხილება და კომპანია გაფიცულებს, ბონუსებისა და პრემიების სისტემას სთავაზობს.

პროფკავშირების განცხადებით, ისინი დიალოგს მიესალმებიან, გაფიცულ მეშახტეებთან კონსულტაციებს გაივლიან და ხვალისთვის ცნობილი გახდება გაგრძელდება პროტესტი თუ მეშახტეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 18.99%
გაუარესდა - 67.88%
არ შეცვლილა - 13.13%
სულ - 358 ხმა