|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქველმოქმედო საღამოში ქუთაისის მერია 20 ათას ლარს იხდის

ქუთაისში 5 ოქტომბერს საქველმოქმედო კონცერტი  ,,სიცოცხლის ფესტივალი’’  გაიმართება, რომელშიც ქუთაისის მერია 20 ათას ლარს იხდის. აღნიშნული თანხა ნიკოლოზ რაჭველს ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე ჩაერიცხება. ღონისძიებაზე შემოსული თანხა კი, "ბერი ანდრიას" ფონდში ჩაირიცხება, რომელიც სრულად მოხმარდება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალმა სტარტი თბილისში 17 სექტემბერს აიღო და 5 ოქტომბერს საზეიმოდ ქუთაისში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება. ორკესტრთან ერთად ქუთაისელი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე წარსდგება.

ლადო მესხიშვილის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტს უდირიჟორებს ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდამჭერია.

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ფონდის მიზანია კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი.

ფესტივალის მიზანია საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის გაზრდა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა