|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს" - ბიძინა ივანიშვილი

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კარგად იქნება და მივიღებთ მრავაპარტიულ პარლამენტს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

"მე მინდა ქართველ ხალხს მადლობა  გადავუხადო იმ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა 31 ოქტომბერს და დღესაც პანდემიის პირობებში. ყველა ქვეყანამ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ 9 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში, რაც მისასალმებელია.  ამავდროულად, იცით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს. მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბარიერგადალახული 8 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი