|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

სასწავლო პროცესის დაწყების გადადების პირობა არ არსებობს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების გადადების პირობა არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დღეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ არჩევნების თარიღი გადაიდოს.

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“, -განაცხადა გახარიამ.

 შეგახსენებთ, პრემიერმა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა