|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სატვირთო მანქანების მძღოლები ტვირთების გადაზიდვებზე ტარიფების გაზრდას ითხოვენ

სატვირთო მანქანების მძღოლები შეკვეთილ რეისებზე დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებენ. ისინი აქციას ფოთში მართავენ.  

აქციის მონაწილეების  თქმით, თანხა ძალიან მწირია და ტირიფი უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთების გადაზიდვაზე უარს იტყვიან.

„ტარიფებია ძალიან დაბალი, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფები გაიზარდოს. საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში, მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა, არაფერი არ გვრჩება. მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევენ სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადა აქციის მონაწილე გოჩა საჯაიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი