|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუნის და აუზის აქსესუარები თერმოინდუსტრიაში

 თუ აუზის ან საუნის მოწყობას გეგმავ, ყველა საჭირო აქსესუარის შეძენა ერთ სივრცეში, კომპანია თერმოინდუსტრიაში შეგიძლია.

თერმოინდუსტრია გთავაზობს მაღალი ხარისხის აუზისა და საუნის აქსესუარებს.

ზოგადად, კომპანია თერმონდუსტრია გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.

რა გჭირდება საუნის მოსაწყობად

საუნა იდეალურია ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად. მაღალი ტემპერატურა და ცხელი ორთქლი ხსნის ფორებს და ორგანიზმიდან ჭუჭყიანი ლიმფური სითხე გამოიყოფა.

განსხვავებით ორთქლის აბაზანებისგან, საუნაში ტემპერატურა +80 °C-დან + 120°C-მდე მერყეობს, ჰაერის ტენიანობა კი 5-დან 15% -მდეა. ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი თანაფარდობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

თანამედროვე საუნები გვხვდება როგორც კერძო სახლებში, ასევე, ჩვეულებრივ, ბინებში. საუნის გაკეტებას დიდი  ბიუჯეტი არ სჭირდება. მისი ინტერიერისთვის საჭირო ღუმელს, ხის მასალებს, თუ სხვა საჭირო აქსესუარებს თერმოინდუსტრიაში შეიძენ.

რას იყიდი საუნისთვის თერმოინდუსტრიაში:

  • ორთქლის საუნის გენერატორი
  • საუნა 5 პერსონისთვის
  • გამაცხელებელი
  • წვრილი აქსესუარები
  • განათება
  • საუნის თერმომეტრი
  • საუნის კარი
  • ხის სათლი
  • ქვები
  • ჰიდრომეტრი და სხვა

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

თუ საუნა სახლის ან ბინის შიგნით არის მოწყობილი, მაშინ მასში ფანჯრის გაკეთება არ დაგჭირდება, მაგრამ ცალკე საუნის შენობისთვის, რეკომენდებულია, ორთქლის ოთახში ფანჯრის გაკეთება ორმაგი მინით.

ღუმელის დამონტაჟება უნდა მოხდეს კართან ყველაზე ახლოს კუთხეში.

რაც შეეხება იატაკის, ჭერის და კედლების მასალებს, უმჯობესია საუნა ხის მასალებით აღჭურვო. ხის ფაქტურა უზრუნველყოფს იდეალურ მიკროკლიმატს და ორთქლის გაცვლას.

აუზის აქსესუარები

აუზის აშენება და მოწყობა შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, თუ სივრცეც ხელს გიწყობს და ბიუჯეტიც გამოყოფილი გაქვს, შეგიძლია ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის დროულად იზრუნო.

თერმოინდუსტრიაში აუზისთვის ყველა აქსესუარს მარტივად შეიძენ:

  • აუზის განათება
  • აუზის კიბე
  • მილები
  • მოზაიკა
  • ტუმბო
  • ფილტრი
  • ბადე ფოთლებისთვის და სხვა

გაითვალისწინე, რომ აუზის მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია გეოლოგიური კვლევების განხორციელება - ნიადაგის გაყინვის სიღრმის, გრუნტის წყლის დონის და ნიადაგის თვისებების განსაზღვრა, აუზის სიდიდისა და ტიპის გადასაწყვეტად.

საუნის და აუზის აქსესუარების შერჩევისთვის უნდა ეწვიო თერმოინდუსტრიას ოფიციალურ ვებგვერდს thermoindustria.com. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტს ახლავს ოფიციალური გარანტია მწარმოებლისგან. კომპანია გთავაზობს გადახდის მოქნილ მეთოდს, როგორც თანხის გადარიცხვით, ისე განვადებით. შეძენილი ნივთების მიტანა კი ხდება 3 სამუშაო დღის ვადაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა