|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ეტაპზეა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისში? (VIDEO)

ქუთაისთან ახლოს, მუხნარის ტყეში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა. როგორც ადგილობრივებმა „ნიუპრესს“ განუცხადეს, არჩევნების შემდეგ ადგილზე არავინ მისულა, მანამდე კი რამდენიმე ერთეული ტექნიკა ტერიტორიას ასუფთავებდა.

„არჩევნები შემდეგ არავინ გამოჩენილა, მანამდე მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ. ხრეშიც კი მოიტანეს, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა არც სამუშაო ტექნიკა და არც მუშები გამოჩენილან“,- აცხადებს ადგილობრივი ლილი ნაჭყეპია “ნიუპრესთან“ საუბარში.

უნივერსიტეტის ასაშენებლად  ვარციხის მიმდებარედ არსებული ტყე შეირჩა. აღნიშნული ტერიტორიის დაახლოებით  100 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზეა რეგისტრირებული. დააახლოებით 12 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ შეისყიდა.  

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, ტყეში აშედებოდა. 

"ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას. საკითხთან დაკავშირებით კითხვით მივმართეთ ფონდი "ქართუს" წარმომადგენლობას, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა