|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდა

გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. თბილისში ბუნებრივი აირი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაძვირდა, რეგიონებში კი ტარიფმა 2-დან 15 თეთრის ფარგლებში მოიმატა. 

ამით სემეკმა გაზის კომპანიების მიმართვა დააკმაყოფილა, სადაც ისინი საოპერაციო ხარჯების გაზრდის მოტივით ტარიფის გადახედვას ითხოვდნენ. 

სემეკის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო  ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 46.153 თეთრი/მ3-ით; მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3-ით; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 39.113 თეთრი/მ3-ს. ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფია   - 48.254 თეთრი/მ3 (დღგ-ს გარეშე).  მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3;  ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.620 თეთრი/მ3-; ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.940 თეთრი/მ3-ს.

სს „საქორგგაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა -  48.314 თეთრი/მ3-ით. მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3;  ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს 1.884 თეთრი/მ3-ს; ხოლო განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.680 თეთრი/მ3-ს.  ტარიფები მოცემულია დღგს გარეშე.

სს „საქორგგაზის“ სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს -  57.011 თეთრი/მ3-ს.

ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა