|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შადრევანი, ველოსადგომები, უსადენო ინტერნეტი - ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია იგეგმება [PHOTO]

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტირებითვის მერიამ 15 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელმა ობიექტის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი უნდა შეადგინოს. 

კიბის პირვანდელ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შევა და სამუშაოები მხოლოდ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ამასთან, საპროექტო ობიექტის დასაწყისში, აღმაშენებლის გამზირის მხრიდან უნდა მოეწყოს მარტივი ტიპის შადრევანი და ველოსადგომები. კიბის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს უსადენო ინტერნეტის მიწოდების აპარატურა და მობილურის დასამუხტი ბატარეები. 

კიბის რეაბილიტაციაზე საუბარი გასულ წელს დაიწყო, თუმცა მერიაში განმარტავდნენ, რომ პროექტი ეკონომიკის სამინისტროს გამო იყო შეფერხებული. კიბის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი სამინისტროს ბალანსზე იყო და გადმოცემა გვიანდებოდა. როგორც მერიაში გვეუბნებიან, ტერიტორია და იქ განთავსებული შენობა სამინისტროს მიერ გაიყიდა, ამიტომ ასსაფეხურიანი კიბის პროექტი ამ ტერიტორიის გარეშე შეიქმნება. ვინ და რა მიზნით შეიძინა ტერიტორია, მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ.  

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა