"შავ სიაში" მოხვედრილი ჩვენი თანამოქალაქეები ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებენ"
პრემიერ-მინისტრის განცხადებას საბანკო ვალდებულების განულებასთან დაკავშირებით ქუთაისში აფასებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, შეღავათი ადამიანებს მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება.
"600 000-ზე მეტი მოქალაქე გათავისფულდება ვალებისგან, დაუბრუდებათ სიმშვიდე, გაუჩნდებათ საშუალება ფიქრისა და თავიანთი მომავლის კარგად დაგეგმვის. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. როგორც პრემიერ მინისტმრა აღნიშნა ეს გარკვეულწილად საქართველოს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება, რასაც სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები. მჯერა ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილი ჩვენი თანამოქალაქეები ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, რომელიც ქვეყნის განვითარებისკენ იქნება მიმართული. მინდა, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენი მიზანი: ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ყოველთვის უცვლელი რჩება. ჩემი პატივისცემა ფონდ ქართუს, რომელიც დღეს მთავრობასთან ერთად 600 000-ზე მეტი ადამიანის პრობლემას აგვარებს"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ავტორი: ნიუპრესი