შეიცვალა კომპანია, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსზე სარეაბილიტციო სამუშაოებს შეასრულებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება  კომპანიასთან „ბაგინეთი +“ გააფორმა.

ხოლო კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოებს აწარმოებდნენ, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. 

ამასთან, დაჯარიმებული კომპანიები ფინანსურად უზრუნველყოფენ იმ სამუშაოებს, რომლებიც ხარვეზების გამოსასწორებლად იქნება საჭირო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთავარი ტაძრის სამხრეთ კედელზე დროებითი გადახურვის კონსტრუქციის შეცვლა.

გუშინ იმყოფებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დაჯარიმებული და შერჩეული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე მთამსვლელები, რომლებიც სპეციალისტებს სამუშაოების განხორციელებაში ეხმარებოდნენ.