|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიქმნება თუ არა "საკვების ბანკი"? - გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს

 შეიქმნება თუ არა საქართველოში  „საკვების ბანკი“ ეს უკვე პარლამენტარების გადასაწყვეტია.  ღია და ფარული შიმშილის წინააღმდეგ მიმართული იდეით პარლამენტს უკვე მიმართა მოქალაქე  დავით მებაღიშვილმა.

საკითხი პარლამენტის ბიუროზეც გავიდა და წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებს დაევალა.

 საკანონმდებლო წინადადების თანახმად, იდეა უკავშირდება საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას.

„პირველ რიგში, სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შესამცირებლად, ასევე არასამთავრობო სექტორის სოციალური განვითარებისთვის, საჭიროა რომ შეიქმნას საკვების ბანკი.

საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა მთელს ევროპაში დაამტკიცეს რომ სხვადასხვა საკვებს რომელსაც ვადა გასდის და შენახულია მაცივარში, ვარგისიანობას 1-2, ზოგიერთი პროდუქტი კი 3-თვეც ინარჩუნებს.

საკვების ბანკი, რომელიც ფართოდ ითანამშრომლებს ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს ღია და ფარული შიმშილის პრობლემის მოხსნას,“- ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა