|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს ფონდი „ქართუ“ სახელმწიფოს გადასცემს

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black sea arena, რომლის გახსნაც ივლისის ბოლოს იგეგმება, სახელმწიფოს გადაეცემა.

არსებული ინფორმაციით, დარბაზის გადაცემის ღონისძიება მიმდინარე კვირისთვის არის დაგეგმილი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

საკონცერტო დარბაზი 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.

არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. 

ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირად ღირებული ტექნიკით არის აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუ“-ს ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

 

2030.news

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა