|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეხვედრა დახურულია - რატომ არ ესწრებიან ნამოხვანჰესის თემაზე შეხვედრას ჰესის მოწინააღმდეგეები?

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრები" მინისტრებთან გამართულ შეხვედრას არ ესწრებიან. როგორც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია კომუნიკაციის ის ფორმა, რაც მინისტრებმა აირჩიეს.

მათი თქმით, შეხვედრა დახურულია და რაც საჯაროობის პრობლემას ქმნის. როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრა უნდა იყოს საჯარო და ყველა დაინტერესებულმა მხარემ მოისმინოს, ის შეთავაზებები, რაც მთავრობას აქვს.

"როცა ვამბობთ, შეხვედრას, საუბარია საჯარო შეხვედრაზე, სადაც ყველა მხარე მოისმენს, ესაა ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. მეორეც, პრემიერმა როცა გააკეთა განცხადება, რომ უნდა წამოსულიყვნენ ხალხთან შეხვედრაზე, მგონი, რაც ცაგერში ხდება, ეგ ის ფორმატი არაა. ვის ხვდებიან, ისიც არ ვიცით. ჩვენთან ვინც კარავში ვართ, უშუალო კომუნიკაციაში არ შემოდიან. ვნახოთ, კიდევ რა განცხადებას გააკეთებენ და რას შემოგვთავაზებენ. ვფიქრობ, მათთვისაც მნიშვნელოვანი არის ჩვენთან კომუნიკაცია. რაც შეეხება კომპრომისს, რადგან ზოგადად, ჰესების მოწინააღმდეგეები არ ვართ, გამოცხადდეს მორატორიუმი საკითხთან დაკავშირებით და მოხდეს თემის ფართო განხილვები "-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, პროტესტი გრძელდება და აქციისთვის ემზადებიან.

ავტორი: ნიუპრესი