|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში ნარკორეალიზატორი დააკავა

ჭიათურაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება.

 გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

დაკავებულს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ფოტო:არქივი

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა