|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-ს თანამშრომელი მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა

უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონატზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს თანამშრომელმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მან 110 კილოგრამიან წონით კატეგორიაში 12 სპორტსმენს შორის იასპარეზა და ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია ქოჩიაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობის ნებართვა 2016 წლის 12 მარტს, თბილისში, საკვალიფიკაციო ტურის წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე იგი MPF/- დივიზიონში (MILLITARY, POLECE AND FIRE - ძალოვანი სტრუქტურები) მიიწვიეს. ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე 15 ქვეყნის 427 სპორტსმენი ასპარეზობდა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ილია ქოჩიაშვილი, ასევე, კიოკუშინკაი კარატეს პროფესიონალი სპორტსმენი და 3 გზის საქართველოს ჩემპიონია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა