|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სისხლიანი ბანერები დედაქალაქის შემდეგ ქუთაისშიც გამოჩნდა

 "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით  ბანერები დედაქალაქის შემდეგ ქუთაისშიც გამოჩნდა.

ბანერებზე სისხლის შხეფების ფონზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული. ეს პრაქტიკა "ოცნების" საქართველოში ახალი არაა და მას უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, თუმცა წლევანდელ განახლებულ ვერსიაში ძველ სახეებთან ერთად  "ოცნების"  ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ხილვაცაა შესაძლებელი.   

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გამოსახულებით ბანერები გუშინ,  17 სექტემბერს დედაქალაში გვიან ღამით გააკრეს. ბანერებზე ოპოზიციის ლიდერებთნ ერთად სისხლის წვეთების ფონზე გამოსახული არიან მედიამენეჯერები. 

ბანერზე საქართველოს მესამე პრეზიდენთან,  მიხეილ სააკაშვილთან ერთად  გამოსახული არიან ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია,  ექსპრემიერი პარია საქართველოსათვის ლიდერი გიორგი გახარია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე,  "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ოპოზიციის ქალი ლიდერები ბანერებზე "ვერ მოხვდნენ". 

ავტორი: ნიუპრესი