|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკეიტ პარკი ქუთაისის მერიის ააიპს გადაეცა

სკეიტ-პარკი რომელიც ახალგაზრდების მოთხოვნით, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოეწყო, დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებით, ააიპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა  გაერთიანებას  გადაეცა.

სკეიტ პარკი ააიპს  პირდაპირი განკარგვის წესით,  უვადოდ გადაეცა. ამ დრომდე კი ეს მერიის  საბინაო  სამსახურის ზედამხედველობაში იმყოფებოდა.

როგორც მერიის წარმომადგენელმა განმარტა,  რადგანაც  „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი“ არის ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, უმჯობესია  „სკეიტ ბორდის მოედნის“ ააიპისათვის გადაცემა. 

 შეგახსენებთ, ქუთაისში სკეიტ პარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა. მას შემდეგ მოედნის ღობე უცნობმა პირებმა რამდენჯერმე დააზიანეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა