|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველთა საახალწლო ნობათში 30 ლარის პროდუქტები შევა

სოციალურად დაუცველთათვის საახალწლოდ სასურსათო ნობათების გადაცემის პროგრამა წელსაც გრძელდება. მერიის ინიციატივით, საახალწლო ნობათს ქუთაისში მცხოვრები 3 073 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს, რისთვისაც  75 984 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.  საახალწლო ნობათში 30 ლარის ღირებულების პროდუქტები შევა.

როგორც სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი მონიკა ვაჩიბერაძე "ნიუპრესთან"  საუბარში განმარტავს, სოციალურად დაუცველთა ბაზა მუნიციპალიტეტების მიერ შედგა, რასაც დღის ცენტრებისა და მადლიერების სახლის ბენეფიციარები ემატებიან.

ნობათის გადაცემა 26 დეკემბერს დაიწყება და 30 დეკემბრის ჩათვლით მოხდება. ბენეფიციარები საახალწლო ნობათის აღებას გრიგოლ ხანძთელის 19 ნომერში შეძლებენ.

               

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა