|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური საცხოვრისისათვის გამოყოფილი თანხა 2 500 000 გახდა

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოციალური საცხოვრისისათვის გამოყოფილ 1 მლნ ლარს კიდევ მილიონ ნახევარი დაემატება, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველებისათვის ბინების შეძენა მოხდება. ამ თანხით სოციალური საცხოვრისი 80-მდე  ოჯახისთვის მოეწყობა.

"სოციალური საცხოვრისის მშენებლობისათვის ქუთაისის მერიამ 2016 წლისთვის განსაზღვრა ერთი მილიონი ლარი. მისი განკარგვისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი საკონკურსო  წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს  2 500 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მიიღებას 100 კვ.მ. საეზოვე ფართით", - აღნიშნა  ქუთაისის ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ.

აღნიშნულ საკითხს ურყოფითად აფასებს ქუთაისის ნაციონალი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე, მისი განცხადებით,  გაცილებით უკეთესი ვარიანტი ჰქონდა მერიას.  იყო საუბარი ქალაქის  ბალანსზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მომხდარიყო, რომელსაც  ამ მიმართულებით გამოიყენებდნენ. "ნიკეაზე გვაქვს ასეთი ტერიტორია, საიდანაც გაცილებით მეტი ფართი შეგვეძლო მიგვეღო და მეტი ადამიანი დაგვეკმაყოფილებინა.  დღესდღეობით, 500 -მდე სოციალურად დაუცველი ადამიანი  არის უსახლკაროდ დარჩენილი,  რომლებიც ითხოვენ ქალაქის მერიიდან დახმარებას", -განაცხადა ბრეგაძემ. 

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად თვითმმართველობა კონკურსს გამოაცხადებს. ბრეგაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უფრო ბიზნესმენებისათვისაა ხელსაყრელი, ვიდრე თავად სოციალურად დაუცველებისათვის. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა