|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფო ბობოხიძის სახელობის აქცია ყოველწლიურად გაიმართება

ახლახანს გარდაცვლილი ჟურნალისტისა და ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის  საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად გაიმართება, -ამის შესახებ  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა სასტუმროში "ბაგრატი 1003" გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.

აქცია, რომელიც ყოველწლიური იქნება, იმ ადამიანების დახმარებას მიზნით მოეწყობა, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

დღევანდელ აქციაზე შეგროვებული თანხა კი მძიმე სენით დაავადებული 22 წლის თამუნა მორგოშიას დახმარების ფონდში გადაირიცხება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა