|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს -"თეთრი ხალათების" აქციას ქუთაისელი ექიმები შეუერთდნენ

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს -"თეთრი ხალათების" აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კლინიკების ეზოში შეიკრიბნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არ დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"აღშფოთებული ვართ ექიმის უკანონი დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულდება. სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ჩვენი სამშვიდობო აქციით ვუერთდებით "თეთრი ხალათების" აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირობის მაგალითი და აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი  9 ნოემბერს დააკავეს, ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული.   

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა