|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ უნდა ვჭამოთ ბროწეული ცხოვრების ყველა ეტაპზე?

ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ბროწეულს შესწევს უნარი, გულში სიყვარულის ცეცხლი აანთოს. პლუტონმა - მიწისქვეშა სამყაროს ღმერთმა, სწორედ ბროწეულის დახმარებით შეძლო შეყვარებულის გულის მოგება. ბროწეულის თესლის გასინჯვის შემდეგ გოგონას პლუტონი აღარასდროს მიუტოვებია. ამიტომ, მიიჩნევენ ბროწეულს ოჯახური ერთგულების სიმბოლოდ.

ბროწეული შეიცავს ჩვენი ორგანიზმისათვის აუცილებელ ბევრ ვიტამინს, ასევე ბროწეულის შემადგენლობაშია მიკროელემენტებიც – მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, მანგანუმი და ნატრიუმი. ბროწეულის წვენი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, ლიმონმჟავას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ადამიანისათვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ასევე ბროწეულის ფესვები და ქერქი.

ექიმები ერთხმად აღიარებენ რომ ბროწეული :

ამაღლებს ჰემოგლობინს;

დაბლა წევს არტერიულ წნევას;

აძლიერებს ჰორმონების აქტიურობას;

დეზინფექციას უკეთებს ყელსა და პირის ღრუს;

შეიცავს ინსულინს;

გამოყავს ორგანიზმიდან რადიაცია;

კურნავს კანს;

ჭიებს დევნის ორგანიზმიდან;

შველის დიარეას;

აქრობს ანთებას.

ვინაიდან ბროწეული შეიცავს ბევრ მჟავებს, რამაც შეიძლება გააღიზიანოს კუჭი და გააფუჭოს კბილის მინანქარი, ბროწეულის წვენი ჭამის წინ უნდა გაზავდეს წყლით. გართულებები: ბროწეულის წვენის მიღება არასასურველია მათთვის, ვისაც აწუხებს კოლიტი, ბუასილი და ნახეთქები სწორ ნაწლავში.

მომზადებულია km.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა