|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სადღეისოდ კიბოთი დაავადებულთა ნახევარი ცოცხალი რჩება - ბრიტანელი მკვლევარების დასკვნა

ინგლისსა და უელსში პაციენტების ნახევარი, რომელთაც სადღეისოდ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,  გაიმარჯვებენ დაავადებაზე, განაცხადეს  წამყვან ბრიტანულ საქველმოქმედო კვლევით ცენტრში. სპეციალისტები ამ ეპოქალურ განცხადებას  კიბოსთან ბრძოლის გზაზე „გარდამტეხ მომენტად“  მიიჩნევენ, წერს გამოცემა Independent.

აღმოჩენა გაკეთდა  კიბოს დიაგნოზდასმულთა გადარჩენის ტენდენციის ანალიზის კვლევის საფუძველზე. კვლევა წარმოებდა ინგლისსა და უელსში მცხოვრები  იმ 7 მილიონი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელთაც 1971 წლიდან 2011 წლამდე დაესვათ ეს დიაგნოზი.. ფონდის Cancer Research UK წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2030 წლისთვის სრულიად რეალური გახდება იმის იმედის ქონა, რომ  ოთხიდან ყოველი სამი პაციენტი იცოცხლებს კიდევ ათი წელი კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, აღნiშნულია სტატიაში.

საქველმოქმედო ორგანiზაცია აპირებს 50 პროცენტით გაზარდოს მისი ხარჯები ონკოლოგიური დაავaდებების გამოკვლევაზე  (რომელიც ამ დროისთვის წელიწადში  350 ათას ფუნტს შეადგენს). კვლევები მიმართული იქნება დიაგნოსტიკის ახალი საშუალებების მოძიებასა და კიბოს იმ სახეობების მკურნალობისკენ, რომელთაც პაციენტის გადარჩენის ძალიან დაბალი ალბათობა აქვს,"-აცხადებენ ორგანიზაციაში.  

პანკრიასის კიბოთი დაავადებულთა განკურნების მაჩვნებელი ათი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 პროცენტია. იმატებს ფილტვის კიბოთი დაავდებულთა რიცხვი, მიუხედავად მწეველების რიცხვის კლებისა ევროპაში. ათი წლის განმავლობაში ამ დაავადებიდან მხოლოდ 5 პროცენტი განიკურნა.

სამაგიეროდ საერთო მაჩვენებელი,კიბოთი დაავადებულთა განკურნებისა და ცოცხლად დარჩენილთა რაოდენობის მიხედვით,აღნიშნავს, რომ ავადმყოფობასზე იმარჯვებენ.

„კიბოზე ,როგორც სიკვდილის განაჩენზე წარმოდგენა ბრიტანეთში ნელ-ნელა იკლებს, თუმცა სხვა ქვეყნებში ამ დაავადებას ისევ სასიკვდილო განაჩენად მიიჩნევენ და მკურნალობასაც არ ცდილობენ, რადგან თვლიან რომ მაინც ვერ გადარჩებიან. სწორედ ასეთ წარმოდგენას აბათილებს ეს მონაცემები“, აღიშნავენ ორგანიზაციაში.

წყარო: indeprendent

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა