|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტუდენტების საგაზაფხულო მოდელების ჩვენება ბოტანიკურ ბაღში

ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამართულ სახელოვნებო  კვირეულის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში საგაზაფხულო მოდელების ჩვენება მოეწყო. გამოყენებითი დიზაინის, ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის დეპარტამენტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საკუთარი  დიზაინით შექმნილი მოდელები წარმოადგინეს. დიზაინის ძირითად ხაზს ეროვნული მოტივების სამოსში სტილიზების მცდელობა წარმოადგენდა.  

"სტუდენტთა შემოქმედებითი კვირეული მესამედ ეწყობა, სადაც სტუდენტების შემოქმედებითი უნარების ჩვენება ხდება. სტუდენტები არა მარტო სწავლაში არიან მოწინავენი, არამედ მათ ძირითად საქმიანობას უთავსებენ კვირეულში მონაწილეობას", - აღნიშნა გამოყენებითი დიზაინის, ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო დოლიძემ.

კვირეული 26 მაისს გაიხსნა და 31 მაისს დასრულდება, აწსუ-ს თეატრალური დასის სპექტაკლით "მთავარი როლი" (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით)  და კვირეულის დახურვითა და მონაწილეთა დაჯილდოებით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა